Skip to main content

ინტელკომ ჯგუფი is hiring პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით

➡️ Apply here: პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით

🔔 Monitor #product_manager jobs

👩‍💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume


Ubiquiti, MikroTik, Teltonika, Uniview, HiLook, Draka და სხვა წამყვანი მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში -„ინტელკომ ჯგუფი“, აცხადებს ვაკანსიას “პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით” პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: intellcom.net/ka/company/

ქსელების მიმართულება მოიცავს:
* LAN/WAN ქსელები;
* კორპორატიული WiFi;
* ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელები.

ძირითადი მოვალეობები:
* ანალიტიკური საქმიანობა;
* პროდუქტების მართვა;
* პროდუქტების განვითარება;
* მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვა;
* გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
* მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ქსელების მიმართულებით, ქსელის ინჟინრის, PreSales ინჟინრის, პროდუქტის, კატეგორიის ან ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე;
* ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
* როუტერის და სვიჩის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
* ქსელების მიმართულებით სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება და ბენეფიტები:
* ხელფასი: 3 000 ლარიდან (დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე);
* საახალწლო პრემიები;
* ჯანმრთელობის დაზღვევა;
* ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგები;
* მივლინებები ქვეყნის ფარგლებს გარეთ (მომწოდებლებთან შეხვედრები, გამოფენები, კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიებები);
* პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
* რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები.

სამუშაო პირობები:
* სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. – “ინტელკომ ჯგუფის” ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
* სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
* სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
* შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება – „პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით“.
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.

Previous and next articles