Skip to main content

ფინბიურო • Finbureau is hiring Data Scientist

➡️ Apply here: Data Scientist

🔔 Monitor #data_engineer jobs

👩‍💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume


“ფინბიურო” სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში ოპერირებს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
“ფინბიურო” აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

“ფინბიურო” აცხადებს ვაკანსიას **მონაცემთა მეცნიერის** პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
· მანქანური სწავლების მოდელების შექმნა კომპანიის მიზნების მისაღწევად;
· პასუხისმგებელ პირებთან ერთად მოდელისთვის საკითხების გავლა და შესაბამისი ამოცანის გადაჭრის გზის დასახვა;
· სტატისტიკური მოდელების გამოყენებით ანალიზის ჩატარება და კომპლექსური მონაცემების insight-ებში გარდაქმნა;
· მონაცემთა ინჟინერთან კოლაბორაციით მონაცემთა მოთხოვნების განსაზღვრა, მონაცემთა სიზუსტისა და ხარისხის უზრუნველყოფა;
· მონაცემთა დოკუმენტაციის და მეტამონაცემების წარმოება;
· მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვა;
· მიმდინარე ტექნოლოგიური ტენდენციების კომპანიის მონაცემთა ინფრასტრუქტურაზე მორგება;
· ორგანიზაციის შიგნით ეფექტური კოლაბორაციის წარმართვა;
· ტექნოლოგიების განვითარებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა.

კომპეტენციები:
· Phyton-ში მუშაობის გამოცდილება;
· Shallow ML-ით სტრუქტურიზებულ დატაზე მუშაობის გამოცდილება;
· ML პრინციპების ცოდნა;
· სტატისტიკური ანალიზის პრინციპების ცოდნა;
· Deep Learning პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· SQL-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· Git-ის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· რელაციური მონაცემთა ბაზის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
· DBT-ით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· ETL პროცესების განვითარების გამოცდილება. Airflow-ში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:
· განვითარების შესაძლებლობას;
· კონკურენტულ ანაზღაურებას;
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· Fitpass;
· მეგობრულ და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge და სათაურის ველში, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “მონაცემთა მეცნიერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Previous and next articles