Skip to main content

შპს “ავერსი–რაციონალი” is hiring სამედიცინო წარმომადგენელი

➡️ Apply here: სამედიცინო წარმომადგენელი

🔔 Monitor #manager #gtm jobs

👩‍💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume


**სამედიცინო წარმომადგენელი**

**კომპანია:** ავერსი-რაციონალი

**პოზიცია:** სამედიცინო წარმომადგენელი

**რეგიონი:** თბილისი, აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი

**ფუნქცია-მოვალეობები:**

* ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში
* ვიზიტის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალთან პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა
* საპრომოციო პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა
* კონკურენტული უპირატესობების ცოდნა, კონკურენტული გარემოს შესწავლა, კონკურენტების მხრიდან დაგეგმილი და/ან განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის
* ბაზრისთვის საინტერესო პროდუქტებზე, სამედიცინო პერსონალისგან ინფორმაციის შეგროვება
* ექიმების მონაცემთა ბაზის ფორმირება
* სამედიცინო ობიექტებისა და აფთიაქების მონაცემთა ბაზის ფორმირება
* სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ. მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ორგანიზება და მონაწილეობის მიღება
* კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება
* მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველკვირეულად
* შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი ჯგუფის ხელმძღვანელთან

**საკვალიფიკაციო მოთხოვნები:**

* სასურველია განათლება მედიცინის/ფარმაციის მიმართულებით
* სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
* ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
* რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

**პიროვნული თვისებები:**

* პასუხისმგებლობა, დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა
* ანალიტიკური აზროვნების უნარი
* დროის მართვის უნარი
* გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი
* შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა

**ჩვენ გთავაზობთ:**

* კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას
* სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას
* ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობას

**პირობები:**

* **სამუშაო გრაფიკი:** ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
* **განაკვეთი:** სრული განაკვეთი: 09:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე
* **საგამოცდო პერიოდი:** 3 თვე

**დამატებითი ინფორმაცია:**

* სახელფასო ბიუჯეტი განისაზღვრება კადრის კვალიფიცირების მიხედვით + გეგმის შესრულებისას დამატებით გაიცემა ბონუსი.
* დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე: https://aversi.bo.ge/recruit/form/aa79acbd6a69890f8fa7862c3cad430e
* განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 07/11/2025 წ.

**შენიშვნა:** კანდიდატის მიერ CV/ანკეტის წარდგენა გულისხმობს მის თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ვაკანსიასთან დაკავშირებული მიზნებისთვის.

Previous and next articles