➡️ Apply here: Data Engineer
👩💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume
“ფინბიურო” სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში ოპერირებს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
“ფინბიურო” აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.
“ფინბიურო” აცხადებს ვაკანსიას **მონაცემთა ინჟინერის** პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
* მონაცემთა ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის შექმნა და განვითარება;
* მონაცემთა Pipeline-ბის მართვა და ETL პროცესების შექმნა (მეტი წილი ტრანსფორმაციაზე)
* მონაცემთა ანალიტიკოსთან და მეცნიერთან კოლაბორაციით მონაცემთა მოთხოვნების განსაზღვრა, მონაცემთა სიზუსტისა და ხარისხის უზრუნველყოფა;
* მონაცემთა დოკუმენტაციის და მეტამონაცემების მართვის სისტემების წარმოება;
* მონაცემთა ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
* მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის განვითარება/შენარჩუნება;
* მიმდინარე ტექნოლოგიური ტენდენციების კომპანიის მონაცემთა ინფრასტრუქტურაზე მორგება.
კომპეტენციები:
* SQL-ში მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება. Query ოპტიმიზაციაზე მუშაობის გამოცდილება;
* Phyton-ის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
* Git-ის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
* რელაციური მონაცემთა ბაზის პრინციპების ცოდნა;
* ETL პროცესების განვითარების გამოცდილება. Airflow-ში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
* DBT-ით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
* განვითარების შესაძლებლობას;
* კონკურენტულ ანაზღაურებას;
* ჯანმრთელობის დაზღვევას;
* Fitpass;
* მეგობრულ და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge და სათაურის ველში, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “**მონაცემთა ინჟინერი**”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.