➡️ Apply here: IT უსაფრთხოების ოფიცერი
👩💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume
კომპანია შპს „მეტრო სერვის +“ 2006 წელს დაარსდა და პირველმა დანერგა საქართველოში მგზავრობის საფასურის საბარათე გადახდების სისტემა როგორც მუნიციპალურ ტრანსპორტში ისე საბაგირო სისტემებში
**შპს „მეტრო სერვის+“** აცხადებს ვაკანსიას **IT უსაფრთხოების ოფიცრის / IT Security officer-ის** პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. N106
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
* ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი
* ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება/დამუშავება, ანალიზი და მონიტორინგი
* ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების კონფიგურაცია, ადმინისტრირება და მონიტორინგი (Endpoint Protection, SIEM, WebProxy)
* ინფორმაციული რესურსების გამოყენების, ადმინისტრირებისა და წვდომების უფლებების მინიჭების კონტროლი
* ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერა
* თანამშრომლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციის გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
* IT ინფრასტრუქტურის ზოგადი ცოდნა
* ქსელური პროტოკოლებისა და არქიტექტურის ცოდნა
* უსაფრთხოების თანამედროვე პრინციპების, მეთოდების, მოდელებისა და პროტოკოლების ცოდნა
* ოპერაციულ სისტემებთან და მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების ტექნიკური ცოდნა
* სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა (ISO 27001, COBIT, NIST, PCI DSS)
* ოპერაციული სისტემების ცოდნა (Windows, Linux)
* უსაფრთხოების ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება (Wireshark, Nessus, Nmap)
* სასურველია SIEM (Security information and event management) სისტემების მუშაობის პრინციპის ცოდნა
* ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა
პიროვნული უნარები:
* დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
* ლოგიკური აზროვნების უნარი
* სამუშაო პროცესის დაგეგმვის და მართვის უნარი
* დეტალებზე ორიენტირებული
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@msplus.ge, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – IT Security officer
შპს „მეტრო სერვის+“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
შპს „მეტრო სერვის+“-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „მეტრო სერვის+“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.