➡️ Apply here: Senior Quality Assurance Tester
👩💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume
კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას IT დეპარტამენტში **Senior QA Tester-ის** პოზიციაზე.
**სამუშაო გრაფიკი:** ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
**სამუშაო ლოკაცია:** თბილისი, საბურთალო, ელიზბარ მინდელის #3.
**ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:**
* პროდუქტის ტესტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნების ანალიზი;
* პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სტრატეგიის მომზადება ფუნქციონალური საჭიროებების მიხედვით;
* პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სცენარის (test-case) მომზადება და შესრულება;
* პროგრამული უზრუნველყოFფის ტესტირების გეგმების (test-plan) მომზადება და შესრულება;
* ორგანიზაციაში არსებული ტესტირების მიდგომების მიხედვით დეველოპმენტისა და რეგრესული ტესტირების დაგეგმვა და შესრულება;
* ტესტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების/დეფექტების (bugs) შესახებ დოკუმენტაციისა და რეპორტების მომზადება;
* ტესტირების პროცესის ფარგლებში ტესტერების გუნდის წევრების მენტორობა.
**საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:**
* უმაღლესი განათლება (უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტი; ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით);
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
* QA მეთოდოლოგიის ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
* ვებ და მობაილ აპლიკაციებზე მუშაობის გამოცდილება;
* ტესტ ქეისების შექმნის, ორგანიზებისა და შესრულების გამოცდილება;
* დეველოპმენტისა და რეგრესული ტესტირების გამოცდილება;
* ფართო მასშტაბიან პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
* Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება;
* ბაზებთან (რელაციური და არარელაციური) მუშაობის გამოცდილება;
* API ტესტირების ხელსაწყოების ცოდნა და API ტესტირების გამოცდილება;
* კომპიუტერული პროგრამების: Jira Software; Postman; Swagger; Zephyr/Testrail; Figma, Balsamic, Draw.io ან/და სხვა; MS Office ცოდნა;
* ინგლისური ენის ცოდნა.
**Seniority level:** Mid-Senior level
**Employment type:** Full-time
**Job function:** Quality Assurance
**Industries:** Retail