Skip to main content

HH Recruitment is hiring ინსტალატორი

➡️ Apply here: ინსტალატორი

🔔 Monitor jobs

👩‍💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume


HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდანტს ინსტალატორის პოზიციაზე ერთი-ერთი კომპანიისთვის უსაფრთხოების სისტემების ინდუსტრიიდან.

ძირითადი მოვალეობები:

* სუსტი დენების (ვიდეოსამეთვალყურეო, დაშვების კონტროლი, შეღწევის საწინააღმდეგო, ქსელური ინფრასტრუქტურა (LAN, ოპტიკური კაბელები) და სახანძრო უსაფრთხოების)ელექტრული და სტრუქტურიზებული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხებისა და აქსესუარების გაყვანა და მონტაჟი; (საკაბელო ტრასების, მილგაყვანილობების და კაბელარხების მოწყობა);
* დაბალ ძაბვიანი (1000 ვოლტამდე) სისტემების ინსტალაცია;
* ნახაზების, სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და მათ მიხედვით მუშაობა;
* IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების მოწყობილობების და კაბელების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ინსტალაცია;
* IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების კაბელების ტერმინაცია სტანდარტების მიხედვით;
* სქემების გრაფიკული დახაზვა;
* საკომუნიკაციაო კარადის (რეკების) და მისი კომპონენტების აწყობა.
* საჭიროებისამებრ ხვადასხვა სტანდარტების მოთხოვნების შესწავლა;
* ინსტალაციის დროს პრობლემების გამოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ინჟინრის, PM-ის და ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
* სახანძრო, დაშვების, შეღწევის საწინააღმდეგო პანელების შეერთება, ნახაზების მიხედვით.
* პროექტის მიხედვით სტრუქტურული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხების და აქსესუარების დიზაინი, ჩამონათვალის გაკეთება;
* კაბელებისა და მოწყობილობების მარკირება და ტესტირება.
* ინსტალაციის პროცესის სტანდარტების დაცვა და ხარისხის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება;
* 1 წლიანი გამოცდილება ინსტალატორის, ტექნიკოს-ინსტალატორის პოზიციაზე;
* ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
* აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწობის ქონა (მექანიკა).

დამატებითი ინფორმაცია:

* 5 სამუშაო დღე (10:00-18:00)
* სამედიცინო დაზღვევა;
* სატელეფონო ლიმიტი;
* კომპანიის ავტომობილი და საწვავის ლიმიტი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ მეილზე: recruitment13@hh.ge

Previous and next articles