➡️ Apply here: უმცროსი ანალიტიკოსი
👩💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume
კომპანია „ლუქსარტი“ – „L’Occitane Group”-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე. L’Occitane Group”-ი წამყვანი საერთაშორისო მწარმოებელია სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროში. „L’Occitane Group”-ის პორტფოლიოში, რომელიც აქცენტს აკეთებს ორგანულ და ბუნებრივ ინგრედიენტებზე, შედის შემდეგი პრემიუმ სილამაზის ბრენდები: L’OCCITANE en Provence, Melvita, Erborian, ELEMIS, Sol de Janeiro, L’OCCITANE au Brésil, LimeLife by Alcone, და Dr. Vranjes Firenze. აღნიშნული ბრენდი საქართველოში წარმოდგენილია 2012 წლიდან. „ლოქსიტანის“ ყვითელი, კაშკაშა ბუტიკები მდებარეობს ქ.თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზ.#40-ში, სითი მოლსა და გალერეა თბილისში. ჩვენი მიზანია ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნა და დამკვიდრება საქართველოში. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიური, პროფესიონალი, გამოცდილი თანამშრომლებით და ორიენტირებულია მათ ზრდა-განვითარებაზე.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
* ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
* პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
* კონკურენტული ანაზღაურება;
* „ვაკის საცურაო აუზის“ აბონიმენტი;
* ჯანმრთელობის დაზღვევა;
* კორპორატიული ნომერი და ბალანსი.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ლვოვის ქ.92 ;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
* ყოველთვიური, კვარტალური, ყოველკვირეული და ad-hoc ანგარიშების მომზადება და წარდგენა.
* აქტიური ჩართულობა ბიზნეს პროცესებში და მათი სიღრმისეული გაგება.
* არასტრუქტურირებული მონაცემების ტრანსფორმაცია და მათი ანალიზისთვის გამოსადეგ ფორმატში მოყვანა.
* მონაცემებზე დაფუძნებული ინსაიტების (data-driven insights) მიწოდება ბიზნესის გადაწყვეტილებების მისაღებად.
* მონაცემების სიზუსტისა და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ფორმატის უზრუნველყოფა.
* მონაცემთა ვიზუალიზაციის ესთეტიკურობისა და მიმზიდველობის უზრუნველყოფა.
აუცილებელი კვალიფიკაცია/უნარები:
* უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, სტატისტიკის, ან მონაცემთა ანალიზის მომიჯნავე სფეროში.
* Excel-ის მოწინავე ცოდნა, მათ შორის:
* Pivot ცხრილები (Pivots)
* Lookup ფუნქციები (VLOOKUP, HLOOKUP, XLOOKUP)
* პირობითი ფორმატირება (Conditional Formatting)
* სხვა ანალიტიკური ფუნქციები.
* ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები.
* დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე.
* კომუნიკაციის კარგი უნარები, როგორც წერითი, ისე ზეპირი.
სასურველი კვალიფიკაცია/უნარები:
* Excel-ის მაკროების (Macros) ცოდნა.
* PowerBI-ის ცოდნა, მათ შორის DAX და Power Query.
* მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (მაგალითად, SQL).
* წინა გამოცდილება Apex-თან (1C, SAP სისტემების ცოდნა ასევე მისასალმებელია).
* მონაცემთა ვიზუალიზაციის პრინციპების გაგება.
* გუნდური მუშაობის უნარი.
* ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი და სწავლის სურვილი.