➡️ Apply here: პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი
🔔 Monitor #support #manager jobs
👩💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume
პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი
**ვაკანსიის აღწერა:**
ამბულატორიული ქსელი „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
**კომპანიის შესახებ:**
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი ამბულატორიული სერვისების მიწოდება.
**სამუშაო პირობები:**
* **ადგილმდებარეობა:** ქ. თბილისი
* **გრაფიკი:** სრული, კვირაში 5 დღე
* **სამუშაო საათები:** 10:00-18:00
**ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:**
* პროგრამაში ხარვეზების იდენტიფიცირება.
* წვდომის უფლებების გაცემა, მომხმარებლის დამატება/მონიტორინგი.
* არსებულ ფუნქციონალში ცვლილებების შეტანისას შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება და ტრეინინგი.
* ახალი ფუნქციონალის დანერგვის პროცესში მონაწილეობა.
* მარტივი პროცესების აგება.
**საკვალიფიკაციო მოთხოვნები:**
* უმაღლესი განათლება.
* Excel-ის კარგი ცოდნა.
* კომუნიკაციის კარგი უნარი.
* დეტალებზე ორინეტირებულობა.
* **სასურველია:** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
**ჩვენ გთავაზობთ:**
* სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
* კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
* მზარდ ანაზღაურებას.
**განაცხადის შემოტანა:**
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნონ თავიანთი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@medison.com.ge. Subject ველში უნდა მიუთითონ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.
**დამატებითი ინფორმაცია:**
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. ჩვენი კომპანია ამუშავებს თქვენს მონაცემებს შრომითი ურთიერთობების დამყარების მიზნით. თქვენი რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
