➡️ Apply here: IT პროექტის მენეჯერის ასისტენტი
🔔 Monitor #project_manager jobs
👩💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume
შპს ‘’ენ-ჯი-ეს გრუპი’’ აიტი ინტეგრატორი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 10 წელია ოპერირებს და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან.
კომპანიის ძირითადი სერვისებია: IT ინტეგრაცია, საკონსულტაციო მომსახურება და IT პროექტების/პროდუქტების მართვა.
IT ინტეგრატორი კომპანია **‘’ენ-ჯი-ეს გრუპი’’** აცხადებს ვაკანსიას **IT პროექტის მენეჯერის ასისტენტის** პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის N7
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
შესვენება 14:00-15:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
* პროექტის მენეჯერთან ერთად პროექტის სტრატეგიის განსაზღვრა და სამოქმედო გეგმის მომზადება
* პროექტების კოორდინაციასა და შესრულების კონტროლში ჩართულობა
* მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესში მონაწილეობა (ინფორმაციის მიღება/გადაცემა, უკუკავშირის შეგროვება)
* მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების/უკმაყოფილების დროულად იდენტიფიცირება.
* ტექნიკური დავალებების ფორმულირება და გადაცემა სერვის ინჟინრებისთვის/IT სპეციალისტებისთვის
* სამუშაო პროცესის მონიტორინგი, ანალიზი და შედეგების რეპორტინგი
* პროექტის ვადებისა და ბიუჯეტის მართვის პროცესში ჩართულობა
* დოკუმენტაციის წარმოება (აქტები, ანგარიშები, ბიუჯეტები)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
* საოფისე ტექნიკის (პრინტერები, კომპიუტერები, დამატებითი მოწყობილობები) მუშაობის პრინციპების ცოდნა
* საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
* უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
* ინგლისური ენის ცოდნა B2;
* უპრატესობად ჩაითვლება , კომპიუტერული და IT ტექნოლოგების ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
* გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
* პრობლემის გადაჭრის კრიტიკული და ანალიტიკური უნარი
* ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი
* პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
* ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
* მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
ენ-ჯი-ეს გრუპში დაგხვდება:
* კორპორატიული დაზღვევა;
* კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
* ტრენინგები და პროფესიული განვითარება;
* დინამიური, მეგობრული გარემო და საინტერესო პროექტები;
* პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე – hr@ngsgroup.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – IT პროექტის მენეჯერის ასისტენტი”.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.