Skip to main content

TBC is hiring ბიზნეს ანალიტიკოსი

➡️ Apply here: ბიზნეს ანალიტიკოსი

🔔 Monitor jobs

👩‍💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume


კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში – მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

თიბისის ბანკის AI-სა და მონაცემთა მართვის დეპარტამენტში ვეძებთ ახალ გუნდის წევრს ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

შენ მოხვდები გუნდში სადაც მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებულ მსხვილ ტრანსფორმაციულ პროექტები კეთდება. ამ პროექტების მიზანია ბანკისთვის მნიშვნელოვანი ღირებულების შექმნა. ისინი ეფუძნება დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავებასა და მანქანური დასწავლის მოდელების აწყობას. ამ დრომდე თიბისი ჯგუფის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული გვაქვს 30-მდე პროექტი და აქტიურად ვმუშაობთ მიმდინარე 6 პროექტზე.

**შენ, როგორც ბიზნეს ანალიტიკოსი:**

* ანალიტიკური ტრანსფორმაციის პროექტების მსვლელობისას უზრუნველყოფ ტექნიკური საჭიროებების ბიზნეს ენაზე ინტერპრეტირებას და პირიქით;
* ჩართული იქნება სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოს გაცნობასა და შესწავლაში;
* მონაცემთა ანალიტიკური საჭიროებების დადგენის მიზნით აქტიური კომუნიკაცია გექნება ბიზნესის ლიდერებთან;
* პროექტების მსვლელობის დროს იზრუნებ ახალი იდეების გენერირებაზე;
* მონაცემთა ანალიტიკური ამოცანებისთვის უზრუნველყოფ ეფექტური გადაწყვეტების მოფიქრებას.

კვალიფიკაცია

**ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:**

* გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
* არ გეშინია გამოწვევების;
* გაქვს კარგი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* გამოირჩევი ინიციატივებით და ხარ პროაქტიული;
* ხარ შედეგზე ორიენტირებული და სწორად განსაზღვრავ პრიორიტეტებს დასახული მიზნების მისაღწევად;

**აუცილებელია, გქონდეს:**

* უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან სხვა ტექნიკურ დარგში;
* საბანკო სექტორში ბიზნეს მიმართულებებში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

**კარგი იქნება, გქონდეს:**

* მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
* ვიზუალიზაციის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
* სტატისტიკური პროგრამირების ენებთან/პაკეტებთან (R, Python, SAS, ა.შ) მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა – TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა – TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Previous and next articles