Skip to main content

TBC is hiring ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი- ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა

➡️ Apply here: ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი- ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა

🔔 Monitor #qa_automation jobs

👩‍💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume


კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში – მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

თიბისი ბანკის ეჯაილ (Agile) გუნდში ვეძებთ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერს, რომელიც იმუშავებს ავტომატური ტესტების შექმნასა და განვითარებაზე.

**რას გააკეთებ?**

* ჩაერთვები ავტომატური ტესტების დეველოპმენტში Open Source ინსტრუმენტების გამოყენებით;
* Devops ინსტრუმენტების გამოყენებით უზრუნველყოფ ავტომატური ტესტების ჩართვას continuous integration პროცესში;
* შეიტან ცვლილებებს არსებულ იმპლემენტაციებში;
* ჩაერთვები Performance ტესტირების პროცესში და გასცემ რეკომენდაციებს სისტემის სანდოობაზე;
* ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;
* მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპებისა და მიდგომების განვითარებაში.

კვალიფიკაცია

**ვის ვეძებთ:**

* თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
* გაქვს C#, Java ან სხვა პროგრამირების ენის ცოდნა და გამოცდილება;
* გაქვს ვებ სერვისებთან (SOAP, REST), XML-თან (XML/XSD, XSLT/XPath) მუშაობის გამოცდილება;
* გაქვს რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server);
* გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახალი გადაწყვეტების მოფიქრება;
* გაქვს ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
* არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
* გაქვს სიახლეების სწრაფად ათვისების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.

**სასურველია:**

* იცნობდე Selenium Webdriver / Selenide ინსტრუმენტებს;
* გქონდეს ვერსიის კონტროლთან მუშაობის გამოცდილება (Git, TFS);
* გქონდეს Devops ინსტუმენტთან მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, **თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა,** გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა – TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, **თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება,** მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა – TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 \* 1998;

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Previous and next articles