Skip to main content

TBC is hiring iOS დეველოპერი

➡️ Apply here: iOS დეველოპერი

🔔 Monitor #iOS jobs

👩‍💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume


კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში – მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

თიბისი ბანკში, მობაილ ბანკის დეველოპმენტის ეჯაილ გუნდში ვეძებთ iOS დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის და ავითარებს მობაილ ბანკის აპლიკაციას, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და იმავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

რას გააკეთებ?

* ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC);
* მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში;
* განათავსებ აპლიკაციებს App Store-ზე;
* გააკეთებ 3-rd Party API-ების ინტეგრაციას და ბიზნეს პროცესების ორკესტრაციას.

კვალიფიკაცია

ვის ვეძებთ:

* მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
* კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
* არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
* გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;
* Swift პროგრამული ენის ცოდნა;
* RESTful API-სთან მუშაობის გამოცდილება;
* Unit ტესტების წერის გამოცდილება;
* ვერსიის კონტროლის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია

კარგი იქნება რომ გქონდეს:

* Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა;
* UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება;
* Objective-C-ს ცოდნა.
* Swift UI-ს საფუძვლების ცოდნა

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა – TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა – TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Previous and next articles