Skip to main content

Tegeta • თეგეტა is hiring ტესტერი

➡️ Apply here: ტესტერი

🔔 Monitor #qa jobs

👩‍💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume


ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, “თეგეტა მოტორსის” გუნდში IT პროექტების მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

**Თუ Ფიქრობ, Რომ Შეგიძლია**
* პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება;
* ტესტ-ქეისებისა და ტესტ-სცენარების შექმნა და შესრულება;
* დეფექტების იდენტიფიცირება, აღწერა და ტრეკინგი (Jira ან მსგავსი სისტემებში);
* ფუნქციური, რეგრესიული და ინტეგრაციული ტესტირების ჩატარება;
* დეველოპმენტისა და QA გუნდისთან აქტიური თანამშრომლობა;
* ტესტირების პროცესის ავტომატიზაციაში ჩართულობა (სასურველია);
* ტესტირების რეგულარული რეპორტინგი.

**თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:**
* მინიმუმ 3+ წლიანი გამოცდილება Software QA ტესტერის როლში;
* ტესტირების მეთოდოლოგიების ცოდნა (Functional, Regression, Smoke, UAT და სხვ.);
* დეფექტების მართვის სისტემებში მუშაობის გამოცდილება (მაგ. Jira, Bugzilla, Trello);
* დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
* ძლიერი კომუნიკაციის უნარები;
* ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

**დამატებითი მოთხოვნები:**
* ავტომატიზებული ტესტირების გამოცდილება (Selenium, Cypress, Appium ან მსგავსი);
* API ტესტირების გამოცდილება;
* SQL-ის საბაზისო ცოდნა (მონაცემთა ვალიდაციისთვის);
* Agile/Scrum გარემოში მუშაობის გამოცდილებაა.

**თეგეტაში დაგხვდება:**
* პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
* პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
* სამედიცინო დაზღვევა;
* სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
* მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

Previous and next articles