Skip to main content

პსპ ფარმა is hiring მარკეტინგის ანალიტიკოსი

➡️ Apply here: მარკეტინგის ანალიტიკოსი

🔔 Monitor jobs

👩‍💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume


კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს მარკეტინგის ანალიტიკოსის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები
* მომხმარებელთა ქცევის შესწავლა და ანალიზი ლოიალობის პროგრამისა და სხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე;
* გაყიდვების მონაცემების დამუშავება და მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება;
* გაყიდვების პროგნოზების მომზადება (Historical Data + Trend Analysis);
* ახალი პროდუქტების გაყიდვების პოტენციალის შეფასება;
* რეპორტინგი და მონაცემების ვიზუალიზაცია;
* მარკეტინგის გუნდთან ერთად მუშაობა სხვადასხვა პროექტების და პროცესების მხარდასაჭერად:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
* უმაღლესი განათლება მარკეტინგის, სოციოლოგიის, სტატისტიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
* ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
* პროგრამების MS Excel ,MS Power Point , MS Power BI, MySQL, IMB SPSS ცოდნა;
* ინგლისური ენის ცოდნა;

უნარები და პიროვნული თვისებები
* ბაზრის ანალიზის უნარი;
* სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* პროექტულად მუშაობის უნარი;
* პრეზენტაციების მომზადების უნარი და ანალიზის საპრეზენტაციო ფორმატში წარდგენის უნარი;
* გამართული წერითი კომუნიკაცია;
* გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 19 სექტემბერი.

Previous and next articles