Skip to main content

სინტაქსი is hiring პროდუქტის სპეციალისტი – ITOM მიმართულებით

➡️ Apply here: პროდუქტის სპეციალისტი – ITOM მიმართულებით

🔔 Monitor #product_manager #support jobs

👩‍💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume


IT კომპანია “სინტაქსი” (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების გუნდში პროდუქტის სპეციალისტის პოზიციაზე ITOM (IT Operations Management) მიმართულებით.

სამუშაო პირობები:
ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

დამატებითი სარგებელი:
* ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)
* შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
* გაყიდვების მენეჯერებისგან მიღებული კლიენტის მოთხვნის ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების შერჩევა;
* ტექნიკური დავალების გარჩევა და კომპანიის პორტფელში არსებულ პროდუქტებთან შედარება;
* კლიენტზე მორგებული პროდუქტების დემო ვერსიების აწყობა კომპანიის ლაბში და კლიენტებისთვის დემონსტრირება;
* მიმართულების შესაბამის პროდუქტებზე, ტექნიკური დოკუმენტაციებისა და სერვის ფაილების მომზადება;
* კომპანიის მიერ გაყიდული პროდუქტის ინსტალაცია სერვის ფაილის საფუძველზე და საჭიროების მიხედვით კონფიგურაცია;
* კლიენტის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების მოგვარება;
* კლიენტის მხარდაჭერისთვის მწარმოებელთან კომუნიკაცია ტექნიკური საკითხების დასაზუსტებლად ან/და ხარვეზების მოსაგვარებლად;
* მიმართულებაში ახალი პროდუქტის დამატების შემთხვევაში მისი შესწავლა და შესაბამისი გამოცდების ჩაბარება;
* პროექტების ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების ანალიზი და ჯეროვნად შესრულება დედლაინების გათვალისწინებით;
* სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამცდილება IT სფეროში;
* სასურველია მუშაობის გამოცდილება HelpDesk/საფორთის მიმართულებით;
* ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
* პრობლემის გადაჭრის უნარი;
* გუნდთან მუშაობის უნარი;
* გამართული კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე hr@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.

Previous and next articles