➡️ Apply here: IT სპეციალისტი
👩💼 Want to stand out? Improve your resume to appeal to recruiters, hiring managers, and Applicant Tracking Systems. ➡️ Improve your resume
IT სპეციალისტი
**შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.**
**ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:**
* კომპანიაში არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
* თანამშრომლების დახმარება ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში; საჭიროების შემთხვევაში მათი ტრენინგი;
* ოპერაციული სისტემების MS Windows 7, 8, 10 ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
* პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
* IP ტელეფონების კონფიგურირება;
* რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება.
* აგრეთვე პროფესიული ტრენინგები საჭიროებიდან გამომდინარე.
**საკვალიფიკაციო მოთხოვნები:**
* ტექნიკური განათლება/პროფესიული განათლება;
* ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
* ოპერაციული სისტემების MS Windows 7, 8, 10 სრულყოფილი ცოდნა;
* IP ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება;
* ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, პროფესიული მიზნით გამოყენებისთვის.
**პიროვნული უნარ-ჩვევები:**
* რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
* დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
* სისხარტე მუშაობაში;
* პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
* ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.
* ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
**ჩვენ გთავაზობთ:**
* კარიერული ზრდის და განვითარების სწრაფ შესაძლებლობას.
* სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
* პროფესიული ტრენინგებს;
* კორპორაციულ ღონისძიებებს;
* ჯანმრთელობის დაზღვევას;
**სამუშაო გრაფიკი:** ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.
**ანაზღაურება:** 2500 ლარი.
**დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge**
**ეწვიეთ ვებ-გვერდს პორტალზე http://www.bermeli.ge, ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV**
**გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.**
**ან დაგვიკავშირდით +995 577 79 10 10. გისურვებთ წარმატებას!**
